მწერლის ნაწარმოებთა შესწავლა სტატისტიკური მახასიათებლების გამოყენებით.
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში (5 ჯგუფი). ჯგუფი ირჩევს რომელიმე მათთვის სასურველ მწერალს და ახდენს მისი ნაწარმოებების კვლევას.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს შევთავაზე მათთვის სასურველი მწერლის რომელიმე ნაწარმოების შერჩევა და რამოდენიმე ვრცელი ეპიზოდის კვლევა.
1) განსაზღვრონ სიტყვის სიგრძე და წინადადების სიგრძე - შეადგინონ სიხშირეთა ცხრილი
2) განსაზღვრონ მოდალური სიტყვის სიგრძე და მოდალური წინადადების სიგრძე
3) განსაზღვრონ სიტყვის და წინადადების საშუალო სიგრძე
4) წინანუნისმიერი (ძ, წ, ც) ბგერების სიხშირე და მოდა
5) ბაგისმიერი (ბ, ფ, პ) ბგერების სიხშირე და მოდა
6) უკანანუნისმიერი (გ, ქ, კ) ბგერების სიხშირე და მოდა
7) ხმოვნების სიხშირე და მოდა
8) ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილების სიხშირე და მოდა
მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მუშაობენ აღნიშნულ კვლევაზე, ამუშავებენ მონაცემებს, ადგენენ სიხშირეთა ცხრილებს კომპიუტერში, იყენებენ EEXჩEL-ს და ითვლიან სიხშირის პროცენტულ მაჩვენებელს. ყველა შედეგი შეაქვთ ცხრილში, აგებენ მათთვის სასურველ დიაგრამებს. გაწეული კვლევის შედეგად აკეთებენ დასკვნებს .
4.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი (IX კლასი)
5.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: მონაცემთა შეგროვების ხერხები, მონაცემთა კლასიფიკაცია, სიხშირეთა ცხრილი, მოდის დასახელება, საშუალოს გამოთვლა, ფარდობითი სიხშირის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა. დიაგრამების წარმოდგენის უნარის გამომუშავება.
7.მოსალოდნელი შედეგი: მიღებული კვლევის შედეგების დამუშავება, ენათმეცნიერებაში მწერლის ნაწარმოებთა შესწავლა სტატისტიკური მახასიათებლების გამოყენებით. მოსწავლეებში ალბათურ-სტატისტიკური აზროვნების უნარის განვითარება.
8.სარგებელი სხვისთვის: მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეიძლება გამოიყენონ სხვა მოსწავლეებმა.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები მოიპოვებენ საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, აწესრიგებენ, ამუშავებენ, იკვლევენ და არჩევენ წარმოდგენის ხელსაყრელ ფორმას. IX,11; IX.13;
.
პროექტის ავტორი : მარინა ხარაბაძე
ავტორის ელ–ფოსტა:makharabadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:makharabadze.blogspot.com